Accentnews.ge
საქართველო მზადაა, სომხეთს დაეხმაროს

საქართველო მზადაა, სომხეთს დაეხმაროს

04/06/2020 15:26:15 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო „სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“.

"აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი. კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც. დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, დღე– ღამის განმავლობაში დაავადებით 6 ადამიანი დაიღუპა და 697 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 176 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 11 221 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 468 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 388 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 570 000–ს გადააჭარბა, 3 172 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 801-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 644 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S