უკრაინაში პოლიციის რეფორმის ჩავარდნაში ხატია დეკანოიძეს ადანაშაულებენ
05/06/2020 08:26:11 პოლიტიკა
უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო თვლის, რომ ეროვნული პოლიციის რეფორმის ჩავარდნაში პოლიციის წინა შეფი – ხატია დეკანოიძეა დამნაშავე. ამის შესახებ მან «რადიო თავისუფლების» უკრაინული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
«ვთვლი, რომ ხელახალი ატესტაცია, რომელიც დეკანოიძის მიერ იყო ორგანიზებული, პოლიციის დაშლის მიზეზად იქცა და მათ შორის, არავითარი შედეგი არ მოუტანია. მაგალითად, ორი მოძალადე პოლიციელიდან ერთმა 2016 წელს ეს გამოცდა წარმატებით გაიარა. საკმარისია?», - განაცხადა გერაშჩენკომ.
- 2007-2012 წლებში ხატია დეკანოიძე საქართველოს შსს-ს პოლიციის აკადემიას ხელმძღვანელობდა, 2012 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო, 2015-2016 წლებში უკრაინის ეროვნულ პოლიციას ჩაუდგა სათავეში. ამჟამად იგი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი.


