Accentnews.ge
"გირჩი" კანდიდატების შერჩევის პროცესს გამოეთიშა

"გირჩი" კანდიდატების შერჩევის პროცესს გამოეთიშა

05/06/2020 08:50:52 პოლიტიკა

პარტია "გირჩი" მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ წარადგენს და მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას.

როგორც პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, უმჯობესია, მაჟორიტარების ადგილები სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის გადანაწილდეს.

"გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ ახლა ცალკეულმა პოლიტიკოსებმა შეცვალეს რიტორიკა და ამბობდნენ, თურმე მეორე ტური ყოფილა მნიშვნელოვანი. ამან გამიჩინა ეჭვი, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით არის პრობლემა. განსაკუთრებით თბილისზეა საუბარი. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ "გირჩი" გამოეთიშება, რაც შესაბამისად გააადვილებს ადგილების განაწილებას. მაგალითად, ადრე ვაკეში განიხილებოდა ელენე ხოშტარიას კანდიდატურა და მე დიდი სიამოვნებით შემოვხაზავ მას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მიისვე თქმით, არსებობენ კანდიდატები, რომლებსაც "გირჩის" ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს. ამ კონტექსტში მან გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

"არსებობენ კანდიდატები, რომელსაც გირჩის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს, მაგალითად "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც ისეთი სისულელეები და შეურაცხმყოფელი რაღაცეები აქვს ნალაპარაკები "გირჩის" ამომრჩეველთან მიმართებაში, ისინი მას მხარს არ დაუჭერენ. ეგეთი ხალხი არსებობს, თუმცა ყველა პარტიაში არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ასეთი ნეგატივი".

ცნობისთვის: ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიერ დაანონსებული შეთანხმება საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაძლოა, აღარ შედგეს.

პარტია “ლელომ” საბოლოოდ დაადასტურა თავდაპირველი პოზიცია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტშიც დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობას, თუმცა საგამონაკლისო წესით ოპოზიციასთან რამდენიმე ოლქში თანამშრომლობას არ გამორიცხავს. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, პირველივე ტურში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების ნაცვლად, ოპოზიციის ნაწილმა ბოლო დღეებში დისკუსია დაიწყო მეორე ტურში გასული ოპოზიციონერების მხარდაჭერაზე. დღეს ენმ–ში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, თბილისში კანდიდატებზე შეთანხმება 20 ივნისამდე შედგეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S