ჩუგოშვილმა შესაძლოა, პოლიტიკა დატოვოს
05/06/2020 09:36:42 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკაში აღარ იყოს. კერძოდ, საკითხის კომენტირებისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერია.
რაც შეეხება ინფორმაციას „ლელო საქართველოსგან“ მიღებულ შეთავაზებაზე, ჩუგოშვილი ამბობს, რომ მის მიმართ სხვადასხვა კონსულტაცია და წინადადებები ყოფილა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
„ბევრ პოლიტიკოსთან მქონია შეხვედრა და საუბარი სხვადასხვა მიზეზის გამო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვიხილავთ და მნიშვნელოვანია არჩევნების ბედი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ცხელი პოლიტიკური წელი გვაქვს და სხვადასხვა თემაზე ბევრ პირთან მქონია საუბარი. კონკრეტიკაში არ შევალ, სწორი არ იქნება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.


