Accentnews.ge
როგორ დანაწილდება თბილისის მაჟორიტარული ოლქები – ბერძენიშვილის ვერსია

როგორ დანაწილდება თბილისის მაჟორიტარული ოლქები – ბერძენიშვილის ვერსია

05/06/2020 10:30:33 პოლიტიკა

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ თბილისში 2 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატს "ევროპული საქართველო" დააყენებს, კიდევ ორში –პარტია "ლელო საქართველოსთვის", ერთში – „ლეიბორისტული პარტია“, ერთშიც – ალეკო ელისაშვილის პარტია.

"მე შევთავაზე ეს ფორმულა, რომ 2 "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება, 2 "ლელოს". პირველ პირებზე მაქვს საუბარი, ძალიან კონკურენტუნარიან და ერთმანეთთან თავსებად ადამიანებზე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. 2 "ევროპული საქართველოდან". ალეკო ელისაშვილი ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება ამ ვითარებაში. არის ასევე სტაბილური პარტია - "ლეიბორისტები" და მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი იქნებოდა კარგი. ჩემი გუნდი არის ეს 8-იანი. ეჭვი მაქვს, რომ ჩემი რვიანიდან, 7-ს ძალიან მაღალი შანსი აქვს", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის: ენმ–ში აცხადებენ, რომ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატს არ დააყენებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S