Accentnews.ge
ლუკაშენკო: “დაივიწყეს, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის მესამედი დაკარგა”

ლუკაშენკო: “დაივიწყეს, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის მესამედი დაკარგა”

05/06/2020 12:25:01 პოლიტიკა

ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც გასაჭირი არ უნახავს, - თვლის მისი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო. მთავრობის ახალი შემადგენლობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას იგი საქართველოში, მოლდოვაში, ლიტვაში და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

«ზოგიერთ ბელარუსს ეჩვენება, რომ ეს სადღაც შორს დაანგრიეს უკრაინა, სადაც ომი მიდის, წააწაპნეს ტერიტორიის ნაწილი; სადღაც შორსაა მოლდოვა, რომელიც ორად გაყვეს – დნესტრისპირეთად და დასავლეთ ნაწილად; დაავიწყდათ, როგორ ომობდნენ ლიტვაში გორბაჩოვის დროს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად; დაავიწყდათ, რომ დღეს ჯერ კიდევ იწვის კავკასია, სომხები ეომებიან აზერბაიჯანელებს, ვერ თანხმდებიან; დაავიწყდათ, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა, ჯერ – აფხაზეთი, მერე – სამხრეთ ოსეთი. და ბოლოს, არავინ იცის, როგორ დადიოდა ჩემი მეგობარი რახმონი ტყვიამფრქვევით მხარზე დუშანბეში წესრიგის დასამყარებლად, რამდენი ადამიანი დაიღუპა იქ წვერიანებთან ბრძოლაში; დაივიწყეს, როგორ ჩაახშო ყოფილმა პრეზიდენტმა ქარიმოვმა ანდიჟანში პუტჩი, დახვრიტა რა ათასობით ადამიანი... მის ნამოქმედარს ყველა ძრახავდა, ხოლო როცა მოკვდა, მუხლებზე იჩოქებდნენ, ტიროდნენ, კვნესოდნენ. ჩვენ ეს არ გადაგვიტანია, ამიტომაც არ გვსურს, გავიგოთ. ჰოდა, ჩვენ შეგახსენებთ», - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ბედზე მოქმედებს, მხოლოდ შიგნით, ბელარუსი ხალხის მიერ უნდა იქნას მიღებული:

«ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. მათი ეკონომიკური შემადგენელი – ეს ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობის ზონაა. ამ სფეროში დაუშვებელია ეროვნული უფლებამოსილებების იოტისოდენა დაკარგვაც კი. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბელარუსის ბედზე მოქმედებს, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ჩვენს მიერ უნდა იქნას მიღებული».

  • საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოსთვისაა დანიშნული. ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, მეექვსედ აპირებს კენჭისყრას. ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი არ წარუდგენია, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს, რომლებზეც მინსკსა და სხვა ქალაქებში ათასობით მოქალაქე გადის. ხალხმა ამ პროცესს “ჩუსტების რევოლუცია” შეარქვა. თავის მხრივ, ლუკაშენკომ ყველა გააფრთხილა, რომ “ბელარუსში მაიდანს არ დაუშვებს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S