Accentnews.ge
გახარია: "დიახ, ვიქნები პრემიერ–მინისტრი"

გახარია: "დიახ, ვიქნები პრემიერ–მინისტრი"

05/06/2020 12:25:13 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა მიზნით გავრცელდა შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ე.წ. გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე იქნება თუ არა ისევ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიამ უპასუხა: „დიახ, ვიქნები“.

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადაგომის შესახებ. მინდა, მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ დასვით ეს შეკითხვა. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად – ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი, თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S