
მამაკაცი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, დაკავებულია
05/06/2020 12:36:02 სამართალი
თითქმის სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა. სეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა და შემდეგ საკუთარ ბინაში ჩაიკეტა, დააკავეს.
„მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი. ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ არის. არავინ დაშავებულა, ამ ეტაპზე უტარდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვიზუალურად რაც ეტყობოდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში.
ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ სახლიდან და არავის საფრთხე არ ემუქრება. არავინ დაშავებულა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად დეტალები დაზუსტდება“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
იხილეთ ასევე: მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი