„წულუკიანს ყველანაირი რესურსი აქვს, რომ დაწინაურდეს“
05/06/2020 12:53:57 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა.
„ქალბატონ თეასთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე შემთხვევა იყო, რაღაცა ალოგიკურ უშინაარსო, ნუ რაღაც მიზან-შედეგობრივ კავშირს ხომ უნდა ვიცავდეთ, როცა რაღაცას საუბრობთ პოლიტიკოსები. რაღაცაზე მკითხეს, რომ ეს თქვენ გვერდზე გიზითო, რაღაც ინტერპრეტაციების თემა იყო და რას იზამთ, მას დატოვებთო? ხოდა კი არ დავტოვებ, დავაწინაურებ-მეთქი. ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დაწინაურდეს კიდევაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც.
მას აქვს უდიდესი გამოცდილება, უდიდესი გამოცდილება ურთულესი სამინისტროს მართვის და ის ეფექტურად მართავდა და მართავს იუსტიციის სამინისტროს. არ დაგავიწყდეთ, რომ იუსტიციის სამინისტროს, სულ ცოტა ერთ წელზე მეტი ხნის წინ პენიტენციური სისტემაც მიუერთდა. ქალბატონი თეა ამ სისტემასაც ართმევს თავს ძალიან კარგად და ეფექტურად. ამიტომ, შემდგომში მის კარიერულ ზრდაში მე დარწმუნებული ვარ“,- განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.


