Accentnews.ge
გახარია – ფარცხალაძეზე: „საშვებს „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ“

გახარია – ფარცხალაძეზე: „საშვებს „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ“

05/06/2020 13:13:23 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საშვების „ჯიგრულ პონტში“ დაშვება ამორალურია და სწორედ ამიტომ დაჯარიმდა ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

გახარიას თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი მედიაში გაწევრიანდა, რათა ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადასაადგილებლად საშვები მიეღო.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენა. ოპოზიციას და ოპონირებას საერთოდ პატივს ვცემ, ეს განვითარების ერთადერთი გზაა, კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია და პროგრესის, პირველ რიგში. ოპოზიციამ თქვა, „ჯიგრულ პონტში“ გახარიამ თქვა კორუფციაზეო და სინამდივილეში ვთქვი საშვის დაშვებაზე. ჩვენი ოპოზიციის წევრები, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე, ისეთი ანგელოზები არიან... ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი, საშვი რომ მოეპოვებინათ, „ჯიგრულ პონტში“ წავიდა მედიაში გაფორმდა როგორც ჟურნალისტი და მოძრაობდნენ. ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, იმიტომ, რომ მე „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, არ ვაკეთებ, ჩემს ფასეულობებს ეწინააღდეგება. იქ აღარ ვუთხარი, არ მინდოდა, ისედაც უშინაარსო იყო, მაგრამ ბევრი მათგანი ამას რომ გამოეკიდა, ხელზე დაიხვიეს და ისტორიები შექმნეს, გაფორმდნენ მედიაში იმისთვის, რომ „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ ნებართვა და ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ“,- განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S