Accentnews.ge
ნაზარიანი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ნაზარიანი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

05/06/2020 13:44:45 პოლიტიკა

ქართულ–სომხური პარლამენტთაშორისი მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე ლენა ნაზარიანი რთულ მომენტში მხარდაჭერისთვის ქართველ ხალხს მადლობას უხდის.

ლენა ნაზარიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველმა და სომეხმა ხალხმა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი გამოწვევა გადალახა.

„როგორც სომხურ-ქართული პარლამენტთაშორისი მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე, გამოვხატავ ჩემს მადლიერებას ჩემი კოლეგებისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში მათი მხარდაჭერის გამო. ჩვენმა საყვარელმა ქართველმა და სომეხმა ხალხმა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი გამოწვევა გადალახა და მე დარწმუნებული ვარ ამ უხილავ მტერზე, კორონავირუსზე, გამარჯვებასაც ერთად ვიზეიმებთ“,- წერს ლენა ნაზარიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S