
იმნაძე – ცხინვალის მორიგ ბრალდებაზე: „მილებიც ვეღარ დათვალეს“
05/06/2020 16:14:37 კონფლიქტები, საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ოკუპირებული ცხინალის დე ფაქტო ხელისუფლევბას ურჩევს, ბიოუსაფრთხოების თაობაზე კომენტარები სპეციალისტებს აკეთებინოს.
„იქ [ოკუპირებულ ცხინვალში] არის ჩემი რამდენიმე კოლეგა, არიან სპეციალისტები, ისინი მაინც ალაპარაკონ, რომ რაღაც ცოტა უფრო ჭკუათმყოფელი თქვან ხოლმე. ცხინვალში, სამსახურის ერთი ექსპერტი გამოვიდა, ლუგარის ლაბორატორიის თავზე მილები დაუთვლია, „ჩვეულებრივ ლაბორატორიას სამი მილი უნდა ჰქონდეს, მაგათ ოთხი მილი აქვთო“. მილებიც ვეღარ დათვალეს. ქუჩიდან მშვენივრად ჩანს, რამდენი მილია – გაცილებით მეტია. მილების რაოდენობით თუ იზომებოდა ლაბორატორიების უსაფრთხოების დონე, ნამდვილად პირველად გავიგე. „დიდი აღმოჩენის“ დარეგისტრირება ეკუთვნის. ასეთ სისულელეებზე რთულია კომენტარის გაკეთება“,– განაცხადა იმნაემ.
იხილეთ ასევე: კრემლის მორიგი პროპაგანდა: ცხინვალი თბილისს “ბიოტერორიზმში” ადანაშაულებს