![ვარკეთილში კალაძესა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/dfgjkljgdszdvnmkjgdszcdvgn.jpg)
ვარკეთილში კალაძესა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა [ვიდეო]
05/06/2020 17:47:21 პოლიტიკა
თბილისში, ვარკეთილში დედაქალაქის მერ კახა კალაძესა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა.
მერი ვარკეთილში სკვერის გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან „ანას ბაღის“ მცველები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა. პროცესში მერის დაცვის წევრებიც ჩაერთვნენ. პროტესტის მონაწილეები ინციდენტის ადგილიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს.
ერთ–ერთი მოქალაქე ამბობს, რომ კალაძემ მას ხელი გაარტყა.
ინციდენტის შემდეგ კალაძემ განაცხადა, რომ მასთან დაპირისპირებული პირები პარტიული აქტივისტები იყვნენ.
„მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს, ორი თაღლითი „ნაციონალი“ იყო მოსული, რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა, დაეგეგმათ პროვოკაცია, თუმცა არ გამოუვიდათ", - ამბობს კალაძე.
<iframe