Accentnews.ge
კალაძეს პროკურატურაში უჩივლეს

კალაძეს პროკურატურაში უჩივლეს

08/06/2020 07:57:23 სამართალი

კახაბერ კვეკვესკირმა თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

კვეკვესკირი კალაძეს მაისურის შემოხევასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ვარკეთლში მომხდარ ინციდენტს ეხება.

კვეკვესკირის შეფასებით, მერმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ანალოგიური პოზიცია აქვს სამოქალაქო აქტივისტ დიმიტრი ბიძინაშვილსაც.

ბიძინაშვილის თქმით, პროკურატურამ იგივენაირად უნდა იმოქმედოს, რა ფორმითაც ახალგარდები დაადანაშაულეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის პიჯაკის გარღვევისთვის.

მათ არ აქვს მოლოდინი, რომ კალაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, თუმცა აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, საქმე თავიდან აღიძრება.

იხილეთ ასევე ვარკეთილში კალაძესა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა [ვიდეო]

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S