Accentnews.ge
ავღანეთიდან მძიმედ დაავადებული ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია განხორციელდა

ავღანეთიდან მძიმედ დაავადებული ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია განხორციელდა

08/06/2020 08:20:01 პოლიტიკა

7 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით „Airbus A 400M“ ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცი მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოიყვანეს.

როგორც გერმანიის საელჩო იუწყება, ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა.

მათივე ინფორმაცით, ჯარისკაცის დაავადება არ არის კავშირში კოვიდ-ინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა.

„ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

განახლება:

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით "აქცენტი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯარისკაცი დიაბეტით არის დაავდებული.

ცნობისთვის: ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტის არც ერთ წარმომადგენელს ახალი კორონავირუსი არ დადასტურებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S