Accentnews.ge
საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენა შესაძლოა, შემოდგომიდან განახლდეს

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენა შესაძლოა, შემოდგომიდან განახლდეს

08/06/2020 09:14:31 პოლიტიკა, ეკონომიკა

რუსული ავიაკომპანიების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფად აღდგენის მიზნით შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტეში ფრენების განახლების შესაძლებლობა განიხილება, - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვებ-გვერდი.

«ეს ორი მიმართულება მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია, მათზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. მათი განახლება შესაძლებლობას მისცემთ ავიაკომპანიებს, მგზავრთნაკადით “დაბალ” სეზონზეც იყვნენ უზრუნველყოფილები», - განუმარტა «Вестник АТОР»-ს ერთ-ერთმა ექსპერტმა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აქტიურად განიხილავენ უცხოეთში რეისების განახლების ფორმატებს. ამ თემაზე მორიგი თათბირი გასულ შაბათს ჩატარდა. შედეგად განისაზღვრა საერთაშორისო რეისების აღდგენის თარიღი - 15 ივლისი.

არსებული ინფორმაციით, 15 ივლისიდან აღდგება ფრენები დსთ-ის ქვეყნების 8 დედაქალაქთან. შემდეგ, 1 აგვისტოდან გაიხსნება ავიამიმოსვლა მსოფლიოს 7 სახელმწიფოსთან (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია).

  • საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენა სრულად გასული წლის ივლისში, მოსკოვის ინიციატივით შეწყდა. ამას საქართველოში “გავრილოვის ღამის” სახელით ცნობილი მოვლენები უძღოდა წინ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ფრენების შეწყვეტის გამო ავიაკომპანიების ზარალი რამდენიმე მილიარდ რუბლად შეაფასა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S