Accentnews.ge
«გუდბაი, ამერიკა»: რუსულმა “პირველმა არხმა” ფილმის “ძმა 2” ტიტრებად აშშ-ში მიმდინარე არეულობების კადრები აჩვენა

«გუდბაი, ამერიკა»: რუსულმა “პირველმა არხმა” ფილმის “ძმა 2” ტიტრებად აშშ-ში მიმდინარე არეულობების კადრები აჩვენა

08/06/2020 10:03:04 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა ალექსეი ბალაბანოვის ცნობილ ფილმ “ძმა 2”-ის ტიტრებად ბოლო დღეებში აშშ-ში მიმდინარე არეულობების კადრები აჩვენა, რომელთაც ფონად რუსულ როკ-ჯგუფ “ნაუტილუს პომპილიუსის” საკულტო სიმღერა “გუდბაი, ამერიკა” გასდევდა. ფილმის დასრულების შემდეგ კი ეთერში ახალი ამბები გაუშვეს.

“ძმა 2” ეკრანებზე ზუსტად 20 წლის წინ გავიდა და რუსულ კინემატოგრაფში საკულტოდ იქცა. წლისთავთან დაკავშირებით “პირველმა არხმა” მიყოლებით მისი ორივე ნაწილი აჩვენა.

https://www.facebook.com/adagamov/videos/2990197614430477/?t=5

მუსიკა ფილმისთვის ჟურნალისტმა და პროდიუსერმა მიხეილ კოზირევმა შეარჩია. ჟურნალ “Esquire”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამ ნამუშევარში თავისი მონაწილეობით არ ამაყობს, რადგან თვლის, რომ ფილმმა “მსოფლიოში ძალადობა გაზარდა და შედეგები გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მას შეეძლო, წარმოედგინა”.

  • აშშ-ის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები მაისის ბოლოს მინესოტაში აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. მოქალაქე დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალის გამოყენების გამო კლინიკაში აღმოჩნდა და მალევე გარდაიცვალა. მთელ რიგ შემთხვევეში მშვიდობიანი დემონსტრაციები არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა, დაფიქსირდა ვანდალიზმისა და მაღაზიების ძარცვის არაერთი ფაქტიც. მსოფლიოს არაერთ დედაქალაქში ამერიკელი მომიტინგეების მხარდამჭერი აქციები იმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S