ფაშინიანი: “ჩვენ ყველანი განვიკურნეთ და იმუნიტეტიც გაგვაჩნია”
08/06/2020 10:39:02 პოლიტიკა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან განიკურნენ, - ამის შესხებ თავად პრემიერი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
«რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ სანახავია ჩვენი ინფიცირების გრემოებები და ვადები. თუმცა ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველანი გამოვჯანმრთელდით და იმუნიტეტიც გაგვაჩნია», - აღნიშნავს ფაშინიანი.
მისი და მისი ოჯახის წევრთა ინფიცირების შესახებ მხოლოდ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. მათ შემთხვევაში დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.


