„ევროპული საქართევლოს“ თბილისში მაჟორიტარობის ორი კანდიდატი ეყოლება
08/06/2020 10:48:47 პოლიტიკა
„ევროპული საქართევლოს“ თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, თბილისის ორზე მეტ ოლქში „ევროპულ საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი არ ეყოლება.
„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა ის, რომ რომელიმე პარტიამ მეტი ოლქი აიღოს, არამედ ის, რომ იყვნენ ცნობადი და მაღალი პოლიტიკური კალიბრის ლიდერები. რაც მთავარია ამომრჩეველს იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ თბილისში შეთანხმებული მაჟორიტარები, ეს არის მთელი ოპოზიციის მაჟორიტარები. ამიტომ, ამოცანა არის, ის, რომ არსებული ადგილები ისე გადანაწილდეს, რომ ყველას მოგების შანსი გაიზარდოს. ჩვენ სწორედ ამ კუთხით ვუყურებთ კონსულტაციას. ასე უყურებენ პროცესს სხვა პარტიებიც და ამიტომ, მე გადაულახავ პრობლემას ვერ ვხედავ. ამ ეტაპზე პარტიებს შორის რაოდენობებთან დაკავშირებით პრობლემური საკითხი არ დგას. საუბარია მხოლოდ იმაზე, კონკრეტულად რომელი პარტიები და რომელი ლიდერები უკეთ წარმოადგენენ თბილისში ოპოზიციურ ერთობას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძეს არ უსაუბრის, კონკრეტულად ვისი კანდიდატურები განიხილება.


