Accentnews.ge
ბესელია: „ცვლილებებით აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლების კვოტა უქმდება“

ბესელია: „ცვლილებებით აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლების კვოტა უქმდება“

08/06/2020 11:00:37 პოლიტიკა

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომლის ინიციატორიც უმრავლესობაა, პარლამენტში ოპოზიციის როლი სუსტდება და ამ დასუსტებულ ნაწილში კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს დამოუკიდებელი დეპუტატების როლის დაკნინება.

გარდა ამისა, ბესელიას დაკვირვებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლებს ერთმევათ საშუალება, პარლამენტის სპიკერატში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ:

„ასევე, არის ერთი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ამ პროექტის ინიციატორებს, როგორც ჩანს, კარგად გააზრებული არ აქვთ, უქმდება ის კვოტა, რომელიც აქვს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლებს, რომ მათ პარლამენტის სპიკერატში ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი. ამ გაუქმების უკან დგას მნიშვნელოვანი პოლიტიკური საფრთხე. არ შეიძლება ასეთი გაუაზრებელი პოლიტიკურად მოუმწიფებელი საკითხების ასეთ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტა“.

ცვლილებების თაანხმად ოპოზიციის როლი რომ სუსტდება, ამ საფრთხეზე არასამთავრობოებიც საუბრობენ, ხელისუფლება კი სენიშნვას არ იზიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S