
ცხინვალში დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის ბინაზე თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
08/06/2020 12:47:23 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო იუსტიციის მინისტრ ზალინა ლალიევას ბინაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს.
დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები დროებითი მოთასების იზოლატორში გადაიყვანეს.
მისივე ცნობით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
- ოსი ჩინოსნის ბინაზე თავდასხმა გასულ კვირას ცხინვალის გამოსასწორებელ კოლონიაში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, რამდენიმე მსჯავრდებულის თვითმკვლელობის მცდელობას მოჰყვა.
- მოგვიანებით დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ყველაფერში თავად პატიმრები დააანაშაულა და განაცხადა, რომ ციხის თანამშრომლები “კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებდნენ”.
იხილეთ ასევე: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პატიმრების მასობრივი თვითმკვლელობის მცდელობა დაფიქსირდა