
ცხინვალის იზოლატორის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
08/06/2020 14:05:21 კონფლიქტები
ცხინვალის გამოსასწორებელი კოლონიის ხელმძღვანელი ოთარ მარგიევი სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ დღეს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან თადტაევმა განაცხადა.
«წარმოებს გამოძიება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც გასულ კვირას კოლონიაში მოხდა და სერიოზული ინციდენტი გამოიწვია. შედეგებს საჯაროდ გამოვაცხადებთ. გარდა ამისა, გენპროკურატურის სასჯელაღსრულების სამმართველოს თანამშრომლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ციხეში ტელეფონისა და სხვა აკრძალული საგნების შეტანის ფაქტთან დაკავშირებით», – აღნიშნა თადტაევმა.
იხილეთ ასევე: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პატიმრების მასობრივი თვითმკვლელობის მცდელობა დაფიქსირდა
ცხინვალში დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის ბინაზე თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს