Accentnews.ge
დეგნანი: "შოთაძესთან შეხვედრაზე მოახლოებულ არჩევნებში გენპროკურორის მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრეთ"

დეგნანი: "შოთაძესთან შეხვედრაზე მოახლოებულ არჩევნებში გენპროკურორის მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრეთ"

08/06/2020 15:30:10 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

"მოახლოებულ არჩევნებში გენპროკურორის მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრეთ", – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გენერალურ პროკურორთან. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ექსტრადიციები, საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხები. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვის და ამომრჩეველთა დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“, – განაცხადა, პროკურატურის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, კელი დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S