Accentnews.ge
პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დაფინანსება მცირდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დაფინანსება მცირდება

09/06/2020 09:52:37 პოლიტიკა

2020 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში 750 000 ლარით მცირდება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

გარდა ამისა, 4 მლნ ლარით მცირდება პარლამენტის ბიუჯეტი, მათ შორის მიმდინარე ხარჯები მცირდება 2,5 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები - 1,5 მლნ ლარით.

რაც შეეხება სხვა უწყებებს, აუდიტის სამსახურის დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 1 მლნ ლარით; საერთო სასამართლოების ნაწილში კაპიტალური ხარჯები მცირდება 8 მლნ ლარით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კაპიტალური ხარჯები მცირდება 1 მლნ ლარით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კაპიტალური ხარჯები მცირდება 1 მლნ ლარით; საპენსიო სააგენტოს მიმდინარე ხარჯები მცირდება 500,0 ათასი ლარით; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 400,0 ათასი ლარით;ფინანსთა სამინისტროს ასიგნებები მცირდება 12 მლნ ლარით; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 485,0 მლნ ლარის გამოკლებით) მცირდება ჯამში 26,6 მლნ ლარის ოდენობით; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შემცირებულია 251,3 მლნ ლარის ოდენობით; ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში მცირდება 1,5 მლნ ლარით; საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნებები მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 3 მლნ ლარით; თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები მცირდება 75 მლნ ლარით; შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება 10 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 139,0 მლნ ლარის გამოკლებით) მცირდება ჯამში 15,1 მლნ ლარის ოდენობით; განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები მცირდება ჯამში 127,7 მლნ ლარის ოდენობით; ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსება მცირდება 1,5 მლნ ლარით და ა.შ.

ცნობისთვის: „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S