Accentnews.ge
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში მცხოვრებ სომხებს დახმარებისთვის მადლობას უხდის

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში მცხოვრებ სომხებს დახმარებისთვის მადლობას უხდის

09/06/2020 11:43:41 კავკასია

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საქართველოში მცხოვრებ სომხებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

«ხელოვნური სუნთქვის ამ აპარატების წყალობით ჩვენი პაციენტები შეძლებენ სუნთქვას – როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით», - დაწერა “ფეისბუქში” ტოროსიანმა.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა არსენ ხარატიანმა განაცხადა, რომ აპარატები ინფექციურ კლინიკა “ნორკს” უკვე გადაეცა.

«ბოლო სამი დღის განმავლობაში გვიკავშირდებიან ჩვენი თანამემამულეები რუსეთიდან, ლუქსემბურგიდან, ბელგიიდან და მზადყოფნას გამოთქვამენ, დამატებით გაგვიწიონ დახმარება. ამჟამად ჩვენი კოლეგები საქართველოში დამატებით იძიებენ აპარატებს», - აღნიშნა ხარატიანმა.

  • საქართველოში მცხოვრები სომხების ინიციატივით ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი იქნა შესყიდული. აღჭურვილობა სომხეთში საქართველოში ქვეყნის საელჩოს ორგანიზებით გაიგზავნა.

იხილეთ ასევე: საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა სომხეთს ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გაუგზავნეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S