Accentnews.ge
"8 მარტის შეთანხმების განხორციელება უმნიშვნელოვანესია"

"8 მარტის შეთანხმების განხორციელება უმნიშვნელოვანესია"

09/06/2020 12:48:55 საგარეო პოლიტიკა

ევროპელი პარტნიორები 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვლებენ ყურადღებას.

"სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან. კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმების განხორციელება უმნიშვნელოვანესია", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ე.წ. ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმარ გიორგი რურუას" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S