Accentnews.ge
გიორგი კვირიკაშვილი: „აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ"

გიორგი კვირიკაშვილი: „აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ"

09/06/2020 14:46:08 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უარყოფს ინფორმაციის იმის შესახებ, რომ ახლადდაფუძნებულ პარტიაში "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" წევრიანდება. საკითხზე კომენტარი მან „რუსთავი 2“–თან წერილობითი ფორმით გააკეთა.

"არანაირ პოლიტიკურ კონსულტაციებს არ ვმართავ. მარიამ ჯაშთან და ჩემს არაერთ ყოფილ კოლეგასთან და პოლიტიკურ თანამოაზრესთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა. ამ ადამიანებს ძალიან პოზიტიური წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე მსურს, მათ წარმატება ვუსურვო მომავალშიც, რაშიც დარწმუნებული ვარ. პირადად მე არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარტია დამოუკიდებელმა დეპუტატებმა რამდენიმე დღის წინს დააფუძნეს, მასში მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე არიან გაერთიანებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S