კობახიძე - 20 ივნისის აქციაზე: „200 "ნაციონალის" შეკრება არ არის პრობლემა“
09/06/2020 15:50:58 პოლიტიკა
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „200 "ნაციონალის" შეკრება არ არის პრობლემა“.
"კანონი არ კრძალავს პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს, თუმცა, მთავარი აქ არის, რომ 200 "ნაციონალის" შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. შესაბამისად, შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 "ნაციონალი", ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ 200 "ნაციონალის", რომელიც შეიკრიბება 20 ივნისს", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, რომელზეც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით რიგი მაღალჩინოსნების გადადგომას ითხოვდნენ. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.
20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაა დაგეგმილი.


