Accentnews.ge
კვირიკაშვილი: "ძალიან ცდილობენ, გააფორმონ, რომ მანამდე ქვეყანა დაიქცა და შემდეგ გამოსწორდა"

კვირიკაშვილი: "ძალიან ცდილობენ, გააფორმონ, რომ მანამდე ქვეყანა დაიქცა და შემდეგ გამოსწორდა"

09/06/2020 19:04:39 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხდებით, ადამიანების ნაწილი ცდილობს, შექმნას განწყობა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში დაბრუნებამდე "ქვეყანა დაიქცა", შემდეგ კი "გამოსწორდა":

"მე როცა პრემიერი ვიყავი, მისგან [ბიძინა ივანიშვილისგან] რაღაც პერიოდში საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა მოცემული, მერე, რაღაც პერიოდში რაღაცები აღარ მოეწონა, როგორც ეს უკვე ყველამ იცის და ის ჩაერია ძალიან აქტიურად, დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა ძალიან ცდილობენ, გააფორმონ, რომ მანამდე ქვეყანა დაიქცა და შემდეგ გამოსწორდა, მაგრამ მგონია, რომ თუ კარგად დააკვირდებიან ადმიანები, მთლად ასე არ უნდა იყოს",– განუცხადა კვირიკაშვილმა "ტვ პირველს".

ამავე ინტერვიუში კვირიკაშვილმა აღბიშბა, რომ ერთპიროვნული მმართველობა არ ამართლებს:

"ერთპიროვნული მმართველობა არსად არაა დადებითი, უნდა მოხდეს რაიმე ისეთი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას შექმნის. ძალიან სწორი იქნება თუ იქმნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრი, აზრთა ჭიდილი იქნება. მე მგონია, რომ "ოცნება" არ დატოვებს პოლიტიკურ ველს და არ გაქრება, არც უნდა გაქრეს: "ოცნებამ" ამ წლების განმავლობაში ბევრი დადებითი გააკეთა. მე მიკვირს იმ პოლიტიკოსების, მათ შორის ბევრი ახალი სახისაც, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანამ 8 წელი დაკარგა, ასე 8 წელი გადავაგდოთ… როგორც 9 წელი გადავაგდოთ არ არის სწორი... ყველას აქვს თავისი მიღწევები, სუსტი მხარეები. დგება მომენტი, როცა მინიმუმ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაც ნანახი აქვს ამ ქვეყანას, ის აღარ უნდა ნახოს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S