გახარია – 20 ივნისის აქციაზე: "გამოხატვის თავისუფლება დაცულია"
10/06/2020 08:07:48 პოლიტიკა
საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად, განსაკუთრებით, როგორც თქვენ ბრძანეთ, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი და არავის მოუვა აზრად ექსტრემალური ნაბიჯების გადადგა, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული”, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, რომელზეც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით რიგი მაღალჩინოსნების გადადგომას ითხოვდნენ. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.
20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაა დაგეგმილი.


