Accentnews.ge
გახარია – ჟურნალისტს: „არც გესმით, რას საუბრობთ!“

გახარია – ჟურნალისტს: „არც გესმით, რას საუბრობთ!“

10/06/2020 08:34:01 პოლიტიკა

არც გესმით, რას საუბრობთ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, გაუცვალა თუ არა მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკს“ ბაკურიანში ერთი მილიონის სანაცვლოდ მიწები და რატომ არ აიტვირთა ეს შესაბამის ვებ–გვერდზე.

გახარიას თქმით, მთავრობის ყველა დადგენილება ერთი და იგივე ვებ-გვერდზე იტვირთება.

„რას ჰქვია „საიტზე არ ავტვირთე?“, არც გესმით, რას საუბრობთ. მთავრობის ყველა დადგენილება იტვირთება ერთი და იგივე საიტზე და იბეჭდება ერთი და იგივე მაცნეში“,-განაცხადა გახარიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბანკმა და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთები გაცვალეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S