Accentnews.ge
გახარია: „მე მითითებას არავინ მაძლევს“

გახარია: „მე მითითებას არავინ მაძლევს“

10/06/2020 08:41:11 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ის მითითებებს არავისგან იღებს, ხოლო თუ იღებს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჟურნალისტებმა პრემიერს კომენტარი სთხოვეს ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე და დაინტერესდნენ, იღებს თუ არა გახარია მითითებებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან.

„ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და მე არავინ არანაირ მითითებას არ მაძლევს, თუ ვინმე რაიმე მითითებას მაძლევს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველა ჩვენს შეხვედრას, თათბირს, ყველა ყველაფერს ხედავთ, ზოგჯერ ჩემზე მეტი თქვენ იცით”, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება კვირიკავილის განცხადებას, გახარია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „არ მინდა ახლა ამაზე კომენტარის გაკეთება, ყველამ ფასეულობებიდან გამომდინარე გააკეთოს თავისი განცხადებები, არ გავაკეთებ ამაზე კომენტარს“.

ცნობისთვის: გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც პრემიერი იყო, საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, თუმცა შემდეგ „რაღაცეები არ მოეწონა“.

"მე როცა პრემიერი ვიყავი, მისგან [ბიძინა ივანიშვილისგან] რაღაც პერიოდში საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა მოცემული, მერე, რაღაც პერიოდში რაღაცები აღარ მოეწონა, როგორც ეს უკვე ყველამ იცის და ის ჩაერია ძალიან აქტიურად, დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა ძალიან ცდილობენ, გააფორმონ, რომ მანამდე ქვეყანა დაიქცა და შემდეგ გამოსწორდა, მაგრამ მგონია, რომ თუ კარგად დააკვირდებიან ადმიანები, მთლად ასე არ უნდა იყოს",– განუცხადა კვირიკაშვილმა "ტვ პირველს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S