სამოქალაქო აქტივისტები – კობახიძეს: „24 საათზე ნაკლები დაგვჭირდა, რომ პოსტიდან გამქრალიყო“
10/06/2020 10:31:26 პოლიტიკა
20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით პარტლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებას სამოქალაქო აქტივისტები ეხმიანებიან.
აქტივისტები კობახიძეს შეახსენებენ, რომ 24 საათზე ნაკლები დასჭირდა მის თანამდებობიდან გადაყენებას.
"საქართველოს ისტორიაში პარლამენტის ერთადერთი თავმჯდომარეა, რომლის გადაყენებას 24 საათზე ნაკლები დასჭირდა. ანუ მოთხოვნიდან 24 საათზე ნაკლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტიდან გამქრალიყო ეს ადამიანი“,– განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
მისი თქმით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე თავისუფალი ადამიანები შეიკრიბებიან:
„20 ივნისს რუსთაველზე გავლენ ადამიანები, რომლებიც შარშან იყვნენ, არამედ ყოევლ 20 ივნისს გაიხსენებენ იმ მოვლნებს, როცა ხელისუფლებამ დათვის ტყვიებით ინადირა ადამიანებზე. ალბათ ეს იქნება თავისუფალი ადამიანების დღე".
ცნობისთვის: კობახიძემ განაცხადა, რომ „200 "ნაციონალის" შეკრება არ არის პრობლემა“. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, რომელზეც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით რიგი მაღალჩინოსნების გადადგომას ითხოვდნენ. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.
20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაა დაგეგმილი.


