Accentnews.ge
საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

11/06/2020 07:08:14 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მსგავსი თხოვნა თავად სომხეთისგან გამოიკვეთა.

„ეს არის გლობალური კრიზისი, გლობალური გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, მედიცინური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამას გაუმკლავდეს მარტო. ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთთანადგომა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა მდგომარეობა, მე პირადად ყოველდღიურ კავშირში ვარ სომხეთის პრემიერთან ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობელებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია, გაუწიოს მეზობელ სომხეთს. ეს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება – ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან,“ - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S