Accentnews.ge
კონგრესმენები: "რუსეთის აგრესიის შემთხვევაში აშშ და მოკავშირეები მასშტაბურ სანქციებს სწრაფად აამოქმედებენ"

კონგრესმენები: "რუსეთის აგრესიის შემთხვევაში აშშ და მოკავშირეები მასშტაბურ სანქციებს სწრაფად აამოქმედებენ"

11/06/2020 09:22:06 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ანგარიშში გარდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირისა, რუსული აგრესიის შეჩერების გზებზეა საუბარი.

ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად ხშირად ატარებს სწავლებებს და ამით აჩვენებს, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ის მომზადებულია. კონგრესმენების ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სწავლებებთან ერთად მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ მყისიერად აამოქმედონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები თუ ის აგრესიას განახორციელებს.

„ე.წ. ფინანსური სწავლებები აჩვენებს რუსეთს, რამდენად სწრაფად დადგებოდნენ ერთად შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, უმთავრესად ევროპაში მასშტაბური სანქციების ასამოქმედებლად და ანგარიშების გასაყინად რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ამგვარი ნაბიჯი შეასრულებს შემაკავებლის ფუნქციას სამომავლოდ რუსეთის აგრესიისთვის და გააუმჯობესებს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მომზადებას. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ამგვარი ზომები გატარდება სწრაფად რუსეთის უკრაინაში შეჭრის, ან ბალტიისპირეთსა და საქართველოში რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S