Accentnews.ge
ოპოზიცია 13 კონგრესმენის ანგარიშს განაჩენად აფასებს

ოპოზიცია 13 კონგრესმენის ანგარიშს განაჩენად აფასებს

11/06/2020 09:34:15 პოლიტიკა

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით 13 ამერიკელი კონგრესმენის შეფასება არის გაფრთხილება და დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, საქართველო რუსულ ორბიტას აარიდოს.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონგრესმენები ასეთ მწვავე შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ ეს მოხსენება არის განაჩენივით. პრაქტიკულად, მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას და ეს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებში იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გააჩნია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ძალიან ნათელია, ვის უჭერს დასავლეთი მხარს, ვის არ უჭერს და ძალიან ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა – 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამ არჩევნების შედეგის უპირობოდ მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს, რადგან უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ის კონგრესის მხრიდან.

“ის, რომ ამ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე რეგიონში, ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან იმ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც საქართველოს რეალურად მისცემს შესაძლებლობას, დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე და ჩამოეხსნას რუსეთის რეგიონული გავლენის სფეროს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

“ყოველდღიურად ძლიერდება ასეთი კრიტიკული განცხადებები, სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი სანქციებზე. ხშირად ისმის საუბარი, რომ ეს არის გაფრთხილეა და შესაძლოა, ამ ყველაფერმა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ურთიერთობებზე და ამაზე უნდა დაფიქრდეს მმართველი პარტია, რა ნაბიჯების გამო არის გამოწვეული ასეთი კრიტიკული განწყობები”, – განაცხადა, თავის მხრივ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

“ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის აზრით, კონგრესმენების გზავნილები მიმართულია როგორც ქართული სსაზოგადოების, ისე დასავლელი პარტნიორებისადმი.

“ეს გზავნილები პირველ რიგში განკუთვნილია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომ მთლიანად შეცვალონ სამოქმედო გეგმა საქართველოსთან მიმართებაში და დაეხმარონ საქართველოს, რომ გადარჩეს რუსულ ვექტორზე გადასვლას. მეორე, მიმართულია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ კარგად გავიაზროთ, ვისთან გვაქვს საქმე. მე მგონი, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. ჩვენ გვმართავს რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი “ქართული ოცნების” სახით”, – განაცხადა ვაშაძემ.

13 ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსმა (სამუშაო ჯგუფმა — რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC-მა) 10 ივნისს გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტის სათაურია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

ანგარიშის ავტორები წერენ: „არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S