Accentnews.ge
ქანთარიამ ოხანაშვილს და ბესელიას ერთად მოგზაურობა ურჩია

ქანთარიამ ოხანაშვილს და ბესელიას ერთად მოგზაურობა ურჩია

11/06/2020 11:44:58 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და დეპუტატ ეკა ბესელიას ერთად მოგზაურობას ურჩევს.

„რასაც ეს ორი დღეა ბატონი ანრისა და ქალბატონი ეკას პაექრობას ვუყურებ, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, თუ ორივე ერთად სამოგზაუროდ წავა. იქიდან ალბათ, ან ერთი ჩამოვა, ან ორივე ერთად შეხმატკბილებულები ჩამოვლენ,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე პირბადეებთან დაკავშირებით ბესელიასა და ოხანაშვილის დისკუსიის კომენტირებისას.

კომენტარს მოჰყვა ბესელიას რეპლიკა, რომ ერთმანეთს ქანთარია და ოხანაშვილი "უფრო უგებენ".

„ჩემო ნუკრი, შენ და ანრი უფრო უგებთ ერთმანეთს. ერთ ხმასა და ერთ ლექსიკაზე მეტყველებთ. ამიტომ გინდა იმოგზაურეთ და გინდა სხვა რამე აკეთეთ ერთად. ძალიან უკბილო ხუმრობა გამოგივიდა,“ - მიმართა ბესელიამ ნუკრი ქანთარიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S