Accentnews.ge
დეგნანი – სანიკიძის განცხადებაზე: „ეს არის აბსურდი!“

დეგნანი – სანიკიძის განცხადებაზე: „ეს არის აბსურდი!“

11/06/2020 11:50:29 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ყოფილი დეპუტატისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს საქართველოში აშშ-ის საელჩო უსმენს, აბსურდსა და ტყუილს უწოდებს.

„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“,- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის: გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილის საუბრებს აშშ–ის დიპლომატიური წარმომადგენლობა უსმენს. დასტურად მან 2019 წლის 20 ივნისი მოიყვანა.

„20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S