Accentnews.ge
დეგნანი – კონგრესმენების ანგარიშზე: „ისინი საქართველოზე ზრუნავენ“

დეგნანი – კონგრესმენების ანგარიშზე: „ისინი საქართველოზე ზრუნავენ“

11/06/2020 12:01:23 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და ეს მისთვის საეჭვო არაა. ამის შესახებ დიპლომატმა 13 ამერიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

„მე წერილი არ მინახავს, გორში ვიყავი და არ მინახავს დეტალები. როდესაც წარსულში კონგრესში კომუნიკაცია იყო, ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი აქტიურად აკვირდებიან საქართველოს, ისინი ზრუნავენ საქართველოზე, აღიარებენ საქართველოს მნიშვნელობას და სურთ, საქართველო იყოს წარმატებული. სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენ გვაქვს, ორივე ქვეყნისთვის ცენტრალურია.

ჩვენ გავაკეთეთ ბევრი ინვესტიცია ერთმანეთთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ასაშენებლად. „კოვიდ 19“-ის პანდემიის პირობებში თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია. მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა ამ კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ საქართველოსთან მუშაობით. ეს საგანგებო მდგომარეობა აქ კარგად იყო მართული, რომ ეკონომიკის განვითარება შესაძლებელი ყოფილიყო, რაც საქართველოს სჭირდება. ჩვენ გვსურს საქართველოს დახმარება. ასე რომ, ჩემთვის ეჭვი არ არის, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

რაც შეეხება 13 კონგრესმენის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებას, დეგნანმა აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არ არის:

„ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია. არ შემიძლია, ვისაუბრო ჩემი მთავრობის საკანონმდებლო განშტოების სახელით. მე სხვა განშტოებას წარმოვადგენ. კარგია, თუ კითხვას კონგრესს დაუსვამთ. მე ვიცი, რომ აშშ ეძებს თანამშრომლობის მიმართულებებს საქართველოსთან და ვაგრძელებთ ბევრ ინიციატივას საქართველოსთან, რადგან ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის და წარმატების. ჩვენი აქ ყოფნით ხაზს ვუსვამთ ვალდებულებას, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S