
„ივანიშვილს აშშ-სთან ურთიერთობის მნიშვნელობა მაღალ ხარისხში ჰყავდა აყვანილი, ნათქვამიც აქვს „ამერიკამ თუ ხელი გაგვიშვა,რუსეთი თვალის დახამხამებაში შეგვყლაპავსო“
11/06/2020 13:07:37 საგარეო პოლიტიკა
„ბიძინა ივანიშვილს აშშ-სთან ურთიერთობის მნიშვნელობა ძალიან მაღალ ხარისხში ჰყავდა აყვანილი, ასეთი ფრაზაც კი აქვს ნათქვამი „ამერიკამ თუ ხელი გაგვიშვა რუსეთი თვალის დახამხამებაში შეგვყლაპავსო", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
"ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ხაზს უსვამდა აშშ-სთან ურთიერთობის მნიშვნელობას ჩემთან პირად საუბრებში და ისედაც, მას აშშ-სთან ურთიერთობის მნიშვნელობა ყოველთვის ხაზგასმით აყვანილი ჰყავდა ძალიან მაღალ ხარისხში იმიტომ, რომ ესმოდა ამ ურთერთობის მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, ახლაც ძალიან კარგად ესმის. ჩემთან ასეთი ფრაზაც კი აქვს ნათქვამი, რომ "ამერიკამ თუ ხელი გაგვიშვა რუსეთი შეგვყლაპავს თვალის დახამხამებაშიო", რაშიც არ შეიძლება, არ დაეთანხმო. ნამდვილად ასე იქნება და მე მიხარია რომ აშშ-ის დამოკიდებულება უცვლელია”, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.