Accentnews.ge
იგორ დოლგოვი: „კიევის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პერსონა უკრაინაში“

იგორ დოლგოვი: „კიევის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პერსონა უკრაინაში“

11/06/2020 14:29:42 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, უკრაინის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პერსონა უკრაინაში. ამის შესახებ ელჩმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

„როგორც მინისტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, ჩვენ განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. უკრაინის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პერსონა უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა არის ქართველი და არასდროს შეწყვეტს ქართველად ყოფნას. საქართველო მისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ მისი ფიქრები და გული სწორედ აქ დარჩება“,– განაცხადა ელჩმა თემის კომენტირებისას.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და რომ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა და უკრაინის ელჩი საგარეო პოლიტიკურ უწყებაში დაიბარა. თავის მხრივ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S