Accentnews.ge
სანიკიძემ კელი დეგნანს ბოდიში მოუხადა

სანიკიძემ კელი დეგნანს ბოდიში მოუხადა

11/06/2020 16:26:41 პოლიტიკა

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანს ბოდიშს უხდის.

„გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი ბრალი. არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, ამიტომ, ბოდიში მინდა, მოვუხადო ოფიციალურად ამერიკის საელჩოსა და ქალბატონ ელჩს.

მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა აშშ-ის მიმართ, საქართველოში ამერიკის საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია, ფაქტობრივად იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საელჩოს წარმომადგენლებს თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ, შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება გავაკეთო“,- განაცხადა სანიკიძემ "მთავარის" ეთერში.

ცნობისთვის: გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილის საუბრებს აშშ–ის დიპლომატიური წარმომადგენლობა უსმენს. დასტურად მან 2019 წლის 20 ივნისი მოიყვანა:

„20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი“.

განცხადებას აბსურდი უწოდა საქართველოში აშშ–ის ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S