Accentnews.ge
ვაშაძე იხსენებს, რა თემებზე უწევდა ენმ–ის ხელისუფლებას პარტნიორებისგან საყვედურების მოსმენა

ვაშაძე იხსენებს, რა თემებზე უწევდა ენმ–ის ხელისუფლებას პარტნიორებისგან საყვედურების მოსმენა

11/06/2020 17:29:49 პოლიტიკა

ენმ–ის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი 13 კონგრესმენის ანგარიშზე, მას „მშვენივრად ესმის, რაზეა საუბარი, თუმცა უწევს განცხადებების გაკეთება, რომელიც მას დაავალეს“.

ამასთან, ვაშაძე იხსენებს შენიშნვებს, რომლებსაც პარტნიორებისგან ენმ–ის ხელისუფლება იღებდა.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეერთებული შტატების ელჩები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონგრესის წევრები ან ჩვენი რომელიმე მოკავშირეების ჩამოთვლილი თანამდებობების არჩეული პირები ნაკლებად იყვნენ საქართველოთი დაინტერესებული და ჩვენთან მათ მწვავე საუბრები არ ჰქონიათ, ძალიან ცდება: ყველა შეცდომის, არასწორი ნაბიჯის მიუხედავად, მეგობრებს გარფთხილებებს ყურად მუდმივად ვიღებდით. შემიძლია, გითხრათ, რომ არ შეწყვეტილა საყვედურები „იმედზე“, შეკითხვები 26 მაისზე... ჯიუტად (პოზიტიური აზრი მაქვს ამ სიტყვაში) დაიწყეს გამეორება, რომ ენმ–ის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი შეინარჩუნებენ საერთაშორისო რეპუტაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამჭვირვალე არჩევნების შედეგად მოხდებოდა ხელისუფლების გადაბარება“,– განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S