Accentnews.ge
მოსკოვი თბილისს ნიგერიიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობას უხდის

მოსკოვი თბილისს ნიგერიიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობას უხდის

11/06/2020 19:00:48 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს ნიგერიიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობას უხდის.

«დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომელსაც განსაკუთრებული სიხარულით გიზიარებთ. მინდა, გიამბოთ საქართველოსთან წარმატებული ურთიერთქმედების შესახებ რუსეთის მოქალაქეების შინ დაბრუნების საქმეში. მადლიერები ვართ ქართული მხარის ნიგერიიდან სპეცრეისით რუსეთის სამი მოქალაქის – მეზღვაურების ევაკუაციაში დახმარების გამო. მათი კონტრაქტი დასრულდა, რეგულარული ავიამიმოსვლა რუსეთსა და ნიგერიას შორის შეწყვეტილი იყო, რუსეთის გამომყვანი ავიარეისი კი ამ ქვეყნიდან არ იგეგებოდა. ქართული მხარის თანხმობამ, რუსეთის მოქალაქეები თავის ბორტზე აეყვანა, შესაძლებლობა მისცა მათ, 7 ივნისს ლაგოსიდან თბილისში ჩაფრენილიყვნენ, სადაც მათ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესთა სექციის წარმომადგენლები დახვდნენ და შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვრამდე, “ზემო ლარსამდე” მიაცილეს. ამ დროისთვის სამივე უკვე შინ არის დაბრუნებული», - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ზახაროვამ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ეს მსგავსი სახის ურთიერთქმედების ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, კერძოდ, გასულ კვირას ქართული მხარის დახმარებით, საქართველოს გავლით შინ დაბრუნდა რუსეთის მოქალაქე ორი ქალი, რომელიც მკურნალობას თურქეთში გადიოდა, ასევე 173 მოქალაქე სომხეთიდან, აპრილში კი გაერთიანება შეძლო კორონავირუსის პანდემიის გამო გაყოფილმა რუსულმა ოჯახმა, ასევე შინ დაბრუნდნენ რუსეთის მოქალაქეები თავად საქართველოდან.

ზახაროვა მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ინტერესთა სექციას მოსკოვში და შვეიცარიის საელჩოს თბილისში, რომლებიც “ეფექტურად უზრუნველყოფდნენ უამრავი საორგანიზაციო პრობლემის შეთანხმებასა და გადაჭრას”.

«მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარული თანამშრომლობის ჩამოყალიბება შევძელით, მიუხედავად რუსეთსა და საქართველოს შორის არცთუ მარტივი ურთიერთობებისა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სწორი მაგალითია იმისა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როცა საერთო გასაჭირი გვეწვევა. ძალიან მაგარი იქნებოდა, არ დავლოდებოდით შემდეგ ასეთ შემთხვევას და სრულად გამოგვეყენებინა ეს გამოცდილება ყოველდღიურ საფუძველზე. ვიმედოვნებთ, ეს დადებითი გამოცდილება მოთხოვნადი აღმოჩნდება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც. მაშინ, შესძლოა, ბევრი პრობლემის გადაჭრა შევძლოთ” – დასძინა ზახაროვამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S