Accentnews.ge
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 18 ივნისიდან დაიწყება

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 18 ივნისიდან დაიწყება

12/06/2020 08:55:04 პოლიტიკა

13 ივნისს, საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო საჯარო განხილვა გაიმართება.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტში განხილვა 18 ივნისიდან დაიწყება და მისი პირველი მოსმენით კენჭისყრა ივნისშივე მოხდება.

„ხვალ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო საჯარო განხილვა გაიმართება. ეს იქნება მეორე საჯარო განხილვა და ამის შემდეგ უკვე 18 ივნისს იწურება ერთთვიანი ვადა, რაც გამოყოფილია საკონსტიტუციო ცვლილების საჯარო განხილვებისთვის. 18 ივნისიდან უკვე პარლამენტი გადადის ამ ცვლილებების განხილვის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ ივნისშივე შევძლებთ ამ ცვლილებების კენჭისყრას და შეთანხმებული საარჩევნო სისტემის მიღებას უკვე საკანონმდებლო დონეზე,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S