Accentnews.ge
ღარიბაშვილის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ

ღარიბაშვილის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ

12/06/2020 09:53:25 პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის შიგნით “დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ“. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშს წარადგენს.

მისი თქმით, მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით ქვეყანაში რყევები ძლიერდება:

„ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დესტრუქციული ძალის გააქტიურებას. ქვეყანაში რყევები ძლიერდება მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით, რომელთა ერთ ერთ მიზანს წარმოდგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება. დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიც არის ეკლესია, ჯარი, პოლიცია, ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობაზე მნიშვნელოვანი აზრის მქონე ლიდერები და ინდივიდები“.

რაც შეეხება გარე საფრთხეებს, ღარიბაშვილი მთავარ გამოწვევად ოკუპაციას ასახელებს.

„ჩვენ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ ურთულესი უსაფრთხოების გარემო და ყოველდღიურად გვიწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება. რეგიონის მნიშვნელობის ფონზე იკვეთება საქართველოს წინაშე, ისევე როგორც მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე მომდინარე პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები, რომელთა პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილი და ეფექტიანი თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობას. შავი ზღვა კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია და იქ განლაგებული რუსეთის თანამედროვე საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო კომპონენტებით ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები, მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონზე დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს მაღალი სიზუსტის და დიდი სიშორის სახმელეთო-საზღვაო და საჰაერო ბაზირების სარაკეტო კომპონენტების არაებობა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზები, კერძოდ მე-7, მე-4 სამხედრო ბაზები და რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია არღვევს ძალთა ბალანსს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S