„სანაძლეო დავდეთ, რამდენჯერ ახსენებს ღარიბაშვილი ბატონ ბიძინას“
12/06/2020 11:33:20 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, სანაძლეო დადეს, თუ რამდენჯერ ახსენებდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამჟამად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
გოცირიძის ვერსიით, ღარიბაშვილი ივანიშვილს შვიდჯერ ახსენებს.
„მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციის კითხვებს არ უპასუხებს. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და თავხედური განცხადება, მაგრამ ჩვენც არც ვთვლით მას შეკითხვების ღირსად. ერთადერთი, სანაძლეო დავდეთ, რამდენჯერ ახსენებს ბატონ ბიძინას. ჩემი აზრით, შვიდჯერ ახსენებს და ახლა დავითვლით“, — განაცხადა გოცირიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ღარიბაშვილის გამოსვლას არ ესწრებიან.
ცნობისთვის: შესავალ სიტყვაში ღარიბაშვილს ივანიშვილი არ უხსენებია. ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული. მინისტრი დეპუტატების კითხვებს 16:00 საათიდან უპასუხებს.


