„მოსამართლეობის პერიოდში ზაზა თავაძის ოჯახმა 1.3 მილიონის ღირებულების უძრავი ქონება იყიდა“
12/06/2020 12:11:38 პოლიტიკა
2010-2019 წლებში შრომითი ანაზღაურების სახით მოსამართლე ზაზა თავაძეს ერთ მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული,- იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“.
ორგანიზაციის ცნობით, 2010 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნის შემდეგ, სახელმწიფომ მას ბათუმში ბინა აჩუქა. 6 წელიწადში კი თავაძემ ბინა 250 ათას დოლარად გაყიდა.


