Accentnews.ge
"ქართული ოცნება" სამმა წევრმა დატოვა

"ქართული ოცნება" სამმა წევრმა დატოვა

12/06/2020 12:27:23 პოლიტიკა

ფოთის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება" სამმა წევრმა დატოვა. ისინი ახლადშექმნილ პოლიტიკურ პარტია "ფესვებს" შეურთდნენ.

როგორც განიმარტა, გადაწყვეტილება გუნდში არსებული უთანხმოებას უკავშირდება.

"უთანხმოება გვქონდა ერთმანეთში: ვერ ვუგებდით რიგ საკითხებში და ამის გამო დავტოვეთ პარტია“, - განაცხადა ფრაქცია "ქართული ფესვების“ თავმჯდომარემ თორნიკე შონიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე აცხადებს, რომ სამი წევრის გასვლა მათი გუნდის მუშაობას ხელს არ შეუშლის.

„ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. გვაქვს გეგმები და ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს, ყველას პატივს ვცემთ და წარმატებებს ვუსურვებ,“- განაცხადა ვაჭარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S