„ოხანაშვილმა აღმოაჩინა ვაქცინა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეძებს“
12/06/2020 13:06:42 პოლიტიკა
დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებით, პირბადის ტარების წესის სესახებ კანონში გარკვეული „ლაფსუსებია გაპარული“, მიუხედავად იმის, რომ "2 დღიანი ომის შედეგად გარკვეული საკითხები შეაცვლევინა".
მისი თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებაში პანიკას თესავს.
"ზედმეტი პანიკაა, რასაც მმართველი პარტია თესავს, მათ შორის პირბადეებთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩვენი გადამრჩენი. ქართულმა პარლამენტმა და ოხანაშვილმა აღმოაჩინა, რომ პირბადე არის ვაქცინაციის შემცველი და ტოლობის ნიშანი დასვეს. "ვირუსისგან გვიხსნის ესო" - ასე არ თქვა? ასე დასვა ტოლობის ნიშანი და აღმოაჩინა ახალი ვაქცინა, რასაც მთელი მსოფლიო ეძებს. ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ადამიანები დასტრესო, დაზაფრო და დააჯარიმო,"- განაცხადა ბესელიამ.
ცნობისათვის: პირბადეების ტარების წესთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.


